Wednesday, April 27, 2016

ტრენინგის შეჯამება

ტრენინგი მეტად ნაყოფიერი იყო.
შევისწავლე საქაღალდის შექმნა,ბლოგის პროგრამა,საფუძვლიანად მიმოვიხილე პროექტი.ტრენერმა დამანახა, რომ პროექტის შექმნა რთულია.
მოვიფიქრე პროექტის თემა,მიზანი,თუ რატომ იყო აქტუალური პროექტი.დავწერე პროექტის გეგმა,დავამზადე სარეკლამო ბროშურა,მოვიძიე პროექტის თემასთან დაკავშირებული მასალები,შესაფერისი სურათები, ავაწყე პრეზენტაცია POWER POINT- ში.შევიმუშავე შეფასების რუბრიკები.
ვისწავლე ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინება პროექტის შექმნისას.ამ ტრენინგზე შეძენილი  ცოდნა საშუალებას მომცემს აქტიურად ჩავრთო მოსწავლეები  პროექტ-გაკვეთილებში და განვუვითარო ჯგუფური მუშაობის,თანამშრომლობითი,კომუნიკაციის,ურთიერთ პატივისცემის,კვლევა-ძიების უნარები.მოსწავლეები შეეცდებიან გამოიყენონ კომპიუტერული პროგრამები საგაკვეთილო პროცესში.ყოველივე ეს მოსწავლეებს გაუღვივებს საგნისადმი სიყვარულსა და ინტერესს.
ტრენინგზე მიღებულ ცოდნას წარმატებით გამოვიყენებ მომავალში განსახორციელებელ პროექტებში,ყველა მოსწავლეს მივცემ საშუალებას მიიღონ აქტიური მონაწილეობა პროექტების განხორციელებაში.
უდიდეს მადლიერებას გამოვთქვამ ტრენინგის ხელმძღვანელის ქალბატონ ქეთევან ცერაძის მიმართ.

ტრენინგის მეცხრე დღე

გავიმეორეთ წინა დღეს შესწავლილი მასალა.
მოვისმინეთ ტრენინგის მონაწილე მასწავლებელთა პროექტების პრეზენტაცია.
ბლოგში ვიმუშავეთ გაჯეტებზე:ვისწავლეთ გვერდების დამატება,გაფორმება,საათის ჩასმა.,გამოკითხვა,HTML-გაჯეტები.
ტრენინგი შევაჯამეთ მთლიანად.

Monday, April 25, 2016

ტრენინგის მერვე დღე

რეფლექსია
გავიმეორეთ წინა დღეს შესწავლილი მასალა.
შევქმენით ფასილიტაციის რესურსები.
გადავხედეთ ჩვენს პორტფოლიოს და შევისწავლეთ პორტფოლიოს ატვირტვა ბლოგზე.
ტრენინგის მერვე დღე იყო მეტად საინტერესო.

Sunday, April 24, 2016

მე-7 დღე

რეფლექია

გავიმეორეთ წინა დღეს მიღებული ცოდნა.განვიხილეთ,როგორ გავითვალისწინოთ ყველა მოსწავლის საჭიროებები.ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე.
დღე მეტად ნაყოფიერი იყო.

Saturday, April 23, 2016

მეექვსე დღე

მეექვსე დღე
გავიმეორეთ წინა მეცადინეობაზე შესწავლილი მასალა.
ვიმუშავეთ მოსწავლის პრეზენტაციაზე.
.გადავხედეთ ინტერნეტში წარმოდგენილ პროექტის გეგმებს.
 გავეცანით სეფასების რუბრიკებს.
ეს დღე საინტერესო და ნაყოფიერი იყო.

Sunday, April 17, 2016

ტრენინგის მე-5 დღე

მეხუთე დღეს გავიმეორეთ წინა დღეს შესწავლილი მასალა.გავეცანით საავტორო უფლებებსა და გამოყენებული ლიტერატურის შაბლონებს.მეგობართა ბლოგებზე ვისწავლეთ კომენტარების წერა. შევქმენით მოსწავლის ბლოგი.
ჩემთვის ეს დღე იყო მეტად ნაყოფიერი და საინტერესო.